Saturday, July 23, 2016

პროექტის პრეზენტაცია

მე-8 მოდულის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ყველა შესწავლილი საკითხი.გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს,შევავსეთ დარჩენილი ადგილები.ჩამოვტვირთეთ ბუკლეტი და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში,მივიღეთ მითითებები როგორ გავაფორმოთ და შევინახოთ.ავტვირთეთ ბლოგზე სავარჯიშო პორთფოლიო.ტრენერმა კიდევ ერთხელ გაგვაცნო შეფასების რუბრიკების შექმნის სპეციფიკა,რაც აუცილებლად  სასიკეთოდ დაგვეხმარება მუსაობის პროცესში.

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერსო და სახალისო მეაცადინეობა გვქონდა.ვაგრძელებთ ბლოგზე მუშაობას, რისი ცოდნაც ასე ძალიან გვჭირდება პედაგოგებს.დღეს შევისწავლეთ ფაილის გამოქვეყნება ბლოგზე და ლინკის მიბმა.გამოვაქვეყნეთ ჩვენი პრეზენტაციები ბლოგზე და მივაბით ლინკი.
შესწავლილი მასალას  გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, რათა ჩემი გაკვეთილები უფრო მეტად საინტერესო იყოს მოსწავლეთათვის.

მე-6 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე და შევეცადე რამდენიმე თვალსაზრისით გამეანალიზებინა ისინი.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისათვის მორგების სტრატეგია.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ვისწავლეთ როგორ უნდა ავტვირთოთ ბლოგზე სხვადასხვა მასალები...

მე-5 მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ძალიან საჭირო ინფორმაცია მივიღე, რაც აუცილებლად გამომადგება. :)))
ვისაუბრეთ, თუ როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია და გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა.

Friday, July 22, 2016

Friday, July 15, 2016

მე-4 მოდულის რეფლექსია

 ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს.ეს თემა ზოგადად ნაცნობი იყო ჩემთვის და ვიცოდით,რომ საგანმანათლებლო პროექტებში აუცილებლად საავტორო უფლებებით დაცული მასალები უნდა გამოვიყენოთ,მაგრამ ბევრი კონკრეტული საკითხის მნიშვნელობისა და შინაარსის უფრო ღრმად გაცნობიერებაში ეს ტრენინგი დამეხმარა.

მე-3 მუდულის რეფლექსია

დღეს გავეცანით  პროექტის დაგეგმვისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმულირებას.განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები..ვივარჯიშეთ პრაქტიკულ დავალებაზეც.მიღებულ ცოდნას, რათქმა უნდა ,გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

მე-2 მოდულის რეფლექსია

   ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.რადგანაც პროექტებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი პროფესიული ზრდისთვის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისთვის.ტერნინგის მეორე დღე იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.შევქმენით ჩვენი სამუშაო პორთფოლიო,რომელშიც შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი,ასევე განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და პრთფოლიოს ჩეკლისტი
   

Thursday, July 7, 2016

1-ლი მოდულის რეფლექსია

პირველი დღე იყო ურთიერთგაცნობის დღე და ეს პროცესი პოზიტიურად წარიმართა.ტრენერმა გვასწავლა როგორ ჩამოგვეტვირთა მისი ბლოგიდან ტრენინგის სახელმძღვანელო.ბევრი წვალების შემდეგ ეს დავალება მაინც შევასრულე და ამით ძალიან კმაყოფილი დავრჩი...