Saturday, July 23, 2016

პროექტის პრეზენტაცია

მე-8 მოდულის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ყველა შესწავლილი საკითხი.გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს,შევავსეთ დარჩენილი ადგილები.ჩამოვტვირთეთ ბუკლეტი და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში,მივიღეთ მითითებები როგორ გავაფორმოთ და შევინახოთ.ავტვირთეთ ბლოგზე სავარჯიშო პორთფოლიო.ტრენერმა კიდევ ერთხელ გაგვაცნო შეფასების რუბრიკების შექმნის სპეციფიკა,რაც აუცილებლად  სასიკეთოდ დაგვეხმარება მუსაობის პროცესში.

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერსო და სახალისო მეაცადინეობა გვქონდა.ვაგრძელებთ ბლოგზე მუშაობას, რისი ცოდნაც ასე ძალიან გვჭირდება პედაგოგებს.დღეს შევისწავლეთ ფაილის გამოქვეყნება ბლოგზე და ლინკის მიბმა.გამოვაქვეყნეთ ჩვენი პრეზენტაციები ბლოგზე და მივაბით ლინკი.
შესწავლილი მასალას  გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, რათა ჩემი გაკვეთილები უფრო მეტად საინტერესო იყოს მოსწავლეთათვის.

მე-6 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე და შევეცადე რამდენიმე თვალსაზრისით გამეანალიზებინა ისინი.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისათვის მორგების სტრატეგია.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ვისწავლეთ როგორ უნდა ავტვირთოთ ბლოგზე სხვადასხვა მასალები...

მე-5 მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ძალიან საჭირო ინფორმაცია მივიღე, რაც აუცილებლად გამომადგება. :)))
ვისაუბრეთ, თუ როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია და გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა.